არჩევნები 2020

ირაკლი ხახუბია ხობის აგრარულ ბაზარში და ქალაქის ტერიტორიაზე მოქალაქეებს შეხვდა

  • „ქართული ოცნების“ ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ხობში, აგრარულ ბაზარში და ქალაქის ტერიტორიაზე ხობის მაჟორიტართან დაჩი ბერაიასთან და „ქართული ოცნების“ ხობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

კანდიდატის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მიმართული ინვესტიციები. ხელისუფლება ორიენტირებულია გააძლიეროს ქვეყანა სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, რადგან ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია.

„ სახელმწიფო დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში წარმოების ხელშეწყობას, მცირე ბიზნესის, ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას და ამ კუთხით ხელშეწყობა ყოველწლიურად იზრდება. აღსანიშნავია, პროგრამა -„აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც არაერთი საწარმო გაიხსნა ჩვენს ქვეყანაში და დასაქმდა ასეულობით ადამიანი. შემუშავდა პროგრამა – „სახელმწიფო – შენი პარტნიორია“, რომლის მიზანია მეწარმეობის, ფერმერობის ხელშეწყობაა. ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი სწორედ ადამიანი და მასზე ზრუნვაა, რაც პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა” -განაცხადა კანდიდატმა.

Related posts

Public Opinion Strategies-ის კვლევის თანახმად, “ქართული ოცნება” ლიდერობს

რედაქტორი

ირაკლი ხახუბიამ ნიკო ნიკოლაძის ძეგლი ყვავილებით შეამკო

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუში ფერმერ თემურ ავალიანის მოცვის პლანტაციაში იმყოფებოდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი