პოლიტიკა

“ის მიხეილ სააკაშვილზე არანაკლები ავანტიურისტია” – ხათუნა ხოფერია ლიზა იასკოზე

ძალიან დავინტერესდი, ვინ იყო ლიზა იასკო და როგორც აღმოჩნდა, ის მიხეილ სააკაშვილზე არანაკლებ პოლიტიკური ავანტიურისტია. მას აქვს დაპირისპირება უკრაინაში, იყო ევროსაბჭოში დელეგაციის ხელმძღვანელი და რაც მთავარია სანდო უკრაინულ წყაროებში არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას აბრალებენ რუსეთთან ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ლიზა იასკო უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო, ხოლო მამამისმა, რომელიც ცნობილი მევიოლინეა, რუსული კულტურის ფონდი შექმნა.

ამასთა, ხოფერია აღნიშნავს, რომ იასკოს საკმაოდ აგრესიული ტიპის აქციებში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც ორგანიზატორს.

„ქართულ ავანსცენაზე გამოჩნდა ასე ვთქვათ ახალი ფიგურა, რომელიც აქ მოვიდა გარკვეული სტატუსით და განაცხადეს, რომ ოჯახი აქვთ. ეს რომ იყოს მიშასი და ვისიც არ უნდა იყოს პირადი ცხოვრება, არ შევეხებოდი ამ თემას, მაგრამ ამ ადამიანის უკან არის სერიოზული პოლიტიკური ავანტიურა. ლიზა იასკოს ძალიან აგრესიულ აქციებში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც ორგანიზატორს. ის გამოირჩევა თავისი აგრესიულობით“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ “იმედის” ეთერში სტუმრობისას.

Related posts

ბიძინა ივანიშვილი – რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძე, გაუგებარია – ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს

რედაქტორი

გიორგი გახარია: საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკები კომპანიების სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ

რედაქტორი

მსოფლიოში ცნობილი ახალგაზრდა მეცნიერის მამა, თვითონაც მეცნიერების დოქტორი ოთარ გუგუჩია ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი