პოლიტიკა

კახა მიქაია გეგა შენგელიას: “თუ გგონია, ზუგდიდის მერად შენს არჩევაში, თავად შენი წვლილი, თუნდაც, იოტის ოდენაა…”

კახა მიქაია ბოლოდროინდელ მოვლენებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

პრემიერ ღარიბაშვილის ,,სასახელოდ” უნდა ითქვას, რომ ოპონენტებისადმი მისი შეურაცხმყოფელი და ზღვარგადასული რიტორიკით, იგი კიდევ უფრო ეგზოტიკური ფორმით წარსდგა, განსაკუთრებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ამომრჩეველთა წინაშე, რაც დღემდე მოსახლეობაში განხილვის და დაპირისპირების საგნად არის ქცეული…

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რეგიონში ბოლო ვიზიტის დროს, პრემიერმა ღარიბაშვილმა გიორგი გახარიას ,,იშვიათი მოღალატე – ,,მაზაკვალი” უწოდა.სხვათაშორის, პასუხმაც არ დააყოვნა და ყველასათვის მოულოდნელად, პრემიერს ზუგდიდის ყოფილი მერი და გიორგი გახარიას გუნდის წევრი, გეგა შენგელია გამოეხმაურა….

გეგა შენგელია:

“ ბატონო ირაკლი, მეგრელებმა ვერ გაგიგეთ! ჩვენ, მეგრელები ისეთი ფასეულობების ხალხი ვართ, ჩვენთვის ჭორიკანა და ენა გადმოგდებული კაცი მიუღებელია და პატივისცემას არ იმსახურებს! არ ვიცი ეს ვინ გირჩიათ ან რატომ, მაგრამ გარემოცვა და კუთხე ნამდვილად შეგეშალათ! ამიტომ, მომავალში გაითვალისწინეთ რას და სად იტყვით, რომ ესეთ “ბოროდ” სულელად აღარ გამოჩნდეთ ამხელა აუდიტორიის წინაშე.”

რა დაგიმალოთ და… მართლა ვერ წარმოვიდგენდი, ქვეყნის პრემიერი ედიშერ თოლორაიას მიწოდებული ,,შპარგალკებით” თუ ირბენდა მთელ სამეგრელოში და მერე, გეგა შენგელია, ეს “ბულკივით ბიჭი”, პრემიერს, ,,ბოროს”(სულელი) თუ დაუძახებდა…

გეგა, ბიძიკო! მართალია, პრემიერმა ღარიბაშვილმა სისულელე თქვა, მაგრამ არა მგონია შენ იყო ის კაცი, რომელიც მას ამ სისულელეზე უნდა მიუთითებდეს…თანაც, ასეთი ფორმით…თუმცა, ზოგიერთებივით, შენც თუ გგონია, ზუგდიდის მერად შენს არჩევაში, თავად შენი წვლილი, თუნდაც, იოტის ოდენაა, მაშინ არ მიკვირს, ამხელა აუდიტორიის წინაშე, ახალი მთვარესავით შენი მოვლინება და ,,გამონათება”…ისე, ძალიან მაინტერესებს, გიორგი გახარია რა აზრისაა შენს ,,წიაღსვლაზე”?!…

P.S. ასე რომ , როგორც მეგრელები იტყვიან-

ვიშო, პატონ…ავრე ბორო,ევრე ბორო,აბა, მუჭო გოკო,მორო?!…მაზაკვალიშ” გითნახუნავაგოკოდასვართი ორო…იბსხუნუათ,,მაზაკვალშა,”მარგალეფქ – კინი ბორო…ევრე ბორო,ავრე ბორო,აბა, მუჭო გოკო,მორო?!…წერტილი!!!

Related posts

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა

რედაქტორი

ბიძინა ივანიშვილი – როდესაც არაფორმალურ მართვაზე მესაუბრებით, უხერხულია

რედაქტორი

გიორგი გახარია – განურჩევლად მხარეებისა, შსს-ს რეაგირება, იქნება მკაცრი და სწრაფი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი