რეგიონი

კელი დეგნანი ზუგდიდის ამერიკული კუთხის გაფართოების ცერემონიალს დაესწრო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის ამერიკული კუთხის გაფართოების ცერემონიალს დაესწრო. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ აშშ-ის ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საელჩოს მიერ რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

,,ჩვენ დღეს ერთად ვიმყოფებოდით ზუგდიდის ამერიკული კუთხის ახალი სივრცის გახსნაზე, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია. მადლობას ვუხდი ამერიკელ ხალხს ამ შესაძლებლობისთვის. ეს კუთხე წლებია ეხმარება ჩვენს ახალგაზრდებს ძალიან ბევრი მიმართულებით. მადლობა ქალბატონო კელი იმ მხარდაჭერისთვის რასაც ჩვენი რეგიონის მიმართ იჩენთ. საელჩოს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ჩვენი მოსახლეობა იღებს სარგებელს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროების განსავითარებლად“ -აღნშნა სახელმწიფო რწმუნებულმა ამერიკული კუთხის განახლებული სივრცის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

განახლებული სივრცის დათვალიერების შემდეგ, ელჩი ბოტანიკურ ბაღში, ამერიკული კუთხის მიერ მოწყობილ კონცერტსა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენას დაესწრო. კონცერტის ბოლოს, კელი დეგნანმა ამერიკული კუთხის მოხალისეები და პროექტის ფარგლებში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელები სერთიფიკატებით დააჯილდოვა.

Related posts

სახელმწიფო რწმუნებულმა აზა ადამიას საფლავს პატივი მიაგო

ჩხოროწყუში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

რედაქტორი

სენაკის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი