უკრაინაში დაკავებული სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშიას ექსტრადირება უკრაინიდან საქართველოში დღეს დილით განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ STV-ს ექსკლუზიურმა წყარომ აცნობა. არსებული ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ უკვე დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სამუშია ძებნილია. მას ბრალი ადამიანის წამებაში ედებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის ივლისში, გიორგი სამუშიამ დათა ახალაიასთან, გიგი კალანდაძესთან, მეგის ქარდავასთან და რომან შამათავასთან ერთად,ზუგდიდში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა გალის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, რომლისგანაც წამების და მუქარის გზით არარსებული ტერაქტის მომზადების აღიარებას მოითხოვდნენ.
ცნობისთვის, კიევის აეროპორტში შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია 31 მაისს დააკავეს.