STV
რეგიონი

კოვიდინფიცირებული ხანდაზმული ქალბატონი რუხის კლინიკიდან თბილისის ინფექციურში გადაიყვანეს

რუხის ​საავადმყოფოდან კოვიდინფიცირებული მძღოლის დედა, რომელიც ამავე საავადმყოფოში მკურნალობდა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო იყო. ხანდაზმული ქალბატონი თბილისში სამი საათის წინ გადაიყვანეს .

ცნობისთვის, პაციენტი 16 მაისს შეიყვანეს რუხის საავადმყოფოში. მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ მომენტისთვის რუხის საავადმყოფოში ცხრა კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩებას. კლინიკაში აცხადებენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

Related posts

“წაჩხურობა”-ს კორონავირუსის პანდემიის გამო, მხოლოდ რამდენიმე უშვილო წყვილი და მომლოცველი ესწრება

რედაქტორი

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დააკავეს

რედაქტორი

“ევროპულმა საქართველომ” კომბინატში დარბაზი დაჯავშნა – რისთვის ემზადება პოლიტიკური პარტია?

დატოვე კომენტარი