რეგიონი

კომპანია, რომელიც სოფელ ინჩხურში ხიდის აღდგენაზე მუშაობდა, გაიქცა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში ჩატეხილი ხიდის აღდგენითი სამუშაოები შეჩერებულია. მიზეზად კი სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლების  გაქცევა სახელდება.

ცნობისათვის, ცენტრალურ ავტომაგისტრალთან  დამაკავშირებელი  ხიდი 8 თვის წინ ჩატყდა და მას შემდეგ სოფელი ორადაა გაყოფილი.

აღნიშნული ხიდის არარსებობის გამო, სოფელში ვერ გადაადგილდება სასწრაფო დახმარების მანქანა, უამინდობისას კი სოფლის ერთ ნაპირზე მცხოვრები მოსწავლეები სკოლაში წასვლას ვერ შეძლებენ.

ხიდის აღდგენითი სამუშაოებისთვის 40 000 ლარი გამოიყო. აქედან 85% კომპანია „ელ გრუპის“ ანგარიშზე უკვე გადარიცხულია. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ტენდერს გამოაცხადებენ, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ხიდის აღდგენითი სამუშაოების გაგრძელება.

Related posts

მეუფე გერასიმე: საგანგებო მდგომარეობა თუ ეხება ეკლესიას, მობრძანდნენ სამნიც ვართ, 30 ვართ და ბევრნიც ვართ

რედაქტორი

ზუგდიდში, ოჯახის წევრისთვის თანხის მოპარვის ბრალდებით დაკავებული ქალი დამნაშავედ სცნეს

რედაქტორი

მესტიის სოფელ მულახში საპროტესტო აცია შეწყდა და გზა გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი