რეგიონი

კონსტანტინე კაკავა: დიემოს ხელმძღვანელი არ უშვებდა გეგმიურ აუდიტს, პრობლემები ჰქონდა საერთაშორისო დონორებთან, მისი განცხადება პოლიტიკური მოტივებითაა გაჯერებული


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ლევან წულაიას განცხადებას, რომ თითქოს მასზე ზეწოლა ხორციელდება და ორგანიზაციის საქმიანობაში ხელი ეშლება უპასუხა და აღნიშნა, რომ მის ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

ლევან წულაიას განცხადება, მაშინ როცა მას შრომითი ხელშეკრულება რამდენიმე დღეში ეწურება გაუგებარია, თუ რაიმე სახის ზეწოლა იყო მას აქამდე უნდა ესაუბრა და არა აახლა როცა ხელშეკრულება ორ დღეში ისედაც ეწურება.

„ამ ადამიანთან ჩვენ გვაქვს შეიძლება ითქვას ინსტიტუციური, საქმიანი ურთიერთობა, როგორც მერიასა და ა(ა)იპ-ს შორის, რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომელიც ამ ადამიანმა გააჟღერა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, მერისა და გუბერნატორის მიმართ არავითარი საფუძველი არ გააჩნია, მე არ ვიცი, ვერ ვხვდები რატომ მაინცდამაინც ახლა, როცა მას შრომითი ხელშეკრულება, ურთიერთობები მუნიციპალიტეტთან რამდენიმე დღეში ეწურება გააკეთა მსგავსი განცხადებები, ჩემთვის ეს არის გაუგებარი, არ ვიცი რა იყო ამის საფუძველი, ეს არის პოლიტიკა, თუ ეს არის სხვა მოტივი. ამ ადამიანთან მე პირადად და არც გუბერნატორს მათ შორის არასდროს არ გვქონია პოლიტიკაზე საუბარი, არასდროს არ გვქონია საკადრო ცვლილებებზე საუბარი.”-აცხადებს კაკავა და დასძენს, რომ უსაფუძვლო ბრალდებების უკან მხოლოდ პირადი ზრახვები და ვიწრო ინტერესებია.

კონსტანტინე კაკავა აუდიტორული შემოწმების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს იყო გეგმიური აუდიტორული შემოწმება, რომელიც ყველა ა (ა)იპიში ტარდება და ყველა ა(ა)იპის ხელმძღვანელს აქვს ვალდებულება გაასაჯაროვოს თავისი ხარჯები და ეს ხარჯები იყოს გამჭვირვალე.

კაკავას განცხადებით, აუდიტორული შემოწმება ყველა ა(ა)იპიში ჩატარდა, ლევან წულაიამ კი შიდა აუდიტთან ანგარიშის წარდგენასა და თანამშრომლობაზე ური თქვა. ,,რაც შეეხება აუდიტორულ შემოწმებას, რომელიც მან ახსენა თავის პრესკონფერენციაში, 2020 წლის დეკემბერის ბრძანების შესაბამისად ყველა ა(ა)იპი ვალდებულია და მათ დორის დიემოც აუდიტორული შემოწმება გაიაროს, ეს არის გეგმიური აუდიტორული შემოწმება. ყველა იურიდიული პირი და მათი ხელმძღვანელობა ვალდებულია გაასაჯაროვოს თავისი ხარჯები და ეს ხარჯები იყოს გამჭვირვალე, თუ ვინმე არ აკეთებს ამას ეს არის არასწორი ნაბიჯი და რა მოტივით არ აკეთებს ამას ჩემთვის გაუგებარია და ამას მე არ შევაფასებ, ეს იყო ჩვეულებრივი გეგმიური აუდიტი.

რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს მოწვევას, ჩვენ ამას ისედაც ვგეგმავდით, რადგანაც ეწურებოდა შრომითი ხელშეკრულება ხელმძღვანელს, ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებდით მისთვის შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე ან თუ ის ისურვებდა სამსახურიდან წასვლას, როგორც დღეს მან განაცხადა, რა თქმა უნდა ვიმსჯელებდით ამ საკითხზე. შესაბამისად სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაც აუცილებლად ჩატარდება და გაგრძელდება პროცესი კანონის შესაბამისად“.

კონსტანტინე კაკავას ინფორმაციით, დიემოს მიერ არაჯეროვნად ხდებოდა დონორული ინვესტიციების თანხების ათვისებაც, რის გამოც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია მერიასთან გამოთქვამდა უკმაყოფილებას.

„ჩვენ ასევე გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ იმ დონორული ინვესტიციების ხარჯვასთან დაკავშირებით რაც მათ ჰქონდა, სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით, არასრულფასოვნად და არაჯეროვნად ხდებოდა ამ თანხების ათვისება, რის გამოც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია გამოთქვამდა უკმაყოფილებასაც, თუმცა ეს არის მისი შიდა მენეჯმენტის და ადმინისტრირების საკითხები, ეს ჩვენ შეიძლება პირდაპირ არ გვეხება, მაგრამ როგორც დამფუძნებელი, როგორც ორგანიზაცია და დაწესებულება, რომელიც მას აძლევს გარკვეულ ფინანსურ ასიგნებებს კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორც სხვა იურიდიული პირები ეს იურიდიული პირიც არის აბსოლუტურად ვალდებული მუნიციპალიტეტის წინაშე, ხოლო ეს თანხები, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან გაიცემა არის ზუგდიდელი გადასახადების გადამხდელების თანხა. თქვენ იცით რომ ნებისმიერი დასკვნა არის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე ყველასათვის, რომელიც იტვირთება როგორც მერიის გვერდზე ასევე სხვდასხვა დაინტერესებული პირები გამოითხოვენ. სწორედაც, რომ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა იცოდნენ თუ სად, რა მიმართულებით იხარჯება მათი გადასახადები. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ იურიდიული პირის ხელმძღვანელმა არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა და ამ დოკუმენტაციის წარმოდგენა არა მარტო მერიისთვის, არამედ მოქალაქეებისთვისაც“ – განაცხადა კაკავამ და დასძინა, რომ სწორედ დიემომ გაწყვიტა მერიის შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობა და არა პირიქით.

მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ლევან წულაიამ გადადგა პოლიტიკური ნაბიჯი და აბსოლუტურად არაარგუმენტირებული ბრალდებები დაასახელა.

„ლევან წულაიას მოტივი და მიზანი ამ ბრალდებების მისავე განცხადებაში ჩანდა. სიტყვა პოლიტიკა ჩვენს შორის აბსოლუტურად არც ერთ დიალოგში არ იყო გაჟღერებული არც საკადრო საკითხები, თქმულა ოდესმე, ის ვერ დაასახელებს ვერცერთ ასეთ დიალოგს და ვერ იტყვის ვერცერთ ადამიანს ვინც ამაზე ესაუბრა, შესაბამისად თუ მას ჰქონდა რაიმე პრობლემა უნდა დაეფიქსირებინა ეს მყისიერად მაშინვე და არ ახლა როცა ორ დღეში ხელშეკრულება ისედაც უმთავრდებოდა„-აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ

Related posts

ზუგდიდში, ცაბაძის ქუჩაზე გზის საფარის აღდგენის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი

სამი ფერეიდნელი ქართველი ირანიდან ზუგდიდში ფეხით ჩამოვიდა

რედაქტორი

ზუგდიდში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი აშენდება [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი