STV
რეგიონი

კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს შორის ერთ-ერთი ზუგდიდელია

  • კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს შორის ერთ-ერთი პაციენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯიდანაა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო STV NEWS-მა ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ მოიპოვა. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დილით იმერეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა

ჩვენი ინფორმაციით შუახნის მამაკაცს კ.ნ-ს კორონავირუსთან ერთად ჰქონდა გულის პრობლემები, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ცნობილი ხდება ასევე ის, რომ გარდაცვლილი მამაკაცი ზუგდიდის ბაზარში მუშაობდა. გარდაცვლილის ცხედარი სახლში ჯერ არ გადაუსვენებიათ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს.

Related posts

,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ სასწავლო ტრენინგ-ცენტრი გახსნა და საგრანტო პროგრამა გამოაცხადა

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი – ერთად უნდა გავაძლიეროთ რეგიონებში კულტურა და გავიტანოთ მის ფარგლებს გარეთ

რედაქტორი

სამეგრელოში 24 საათიანი კონტროლი ხორციელდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი