რეგიონი

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ხელფასის მესამედს ზუგდიდის მერიის თანამშრომლებიც გადარიცხავენ

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ხელფასის მესამედს ზუგდიდის მერიის თანამშრომლებიც გადარიცხავენ. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა.

,,ჩვენ, მერიის პოლიტიკური გუნდი ვუერთდებით მმართველი პარტიის ინიციატივას, რომლის ფარგლებში ჩვენი ხელფასების 1/3 კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხება. აღნიშნული თანხები იმ ზიანის აღდგენას მოხმარდება, რომელიც ვირუსმა მთელ ქვეყანას მიაყენა და შესაძლოა მომავალშიც მიაყენოს. ეს იქნება სხვადასხვა სფეროს დახმარება, სხვადასხვა მიმართულებით – ეს იქნება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს. კორონავირუსი არის მნიშვნელოვანი და რთული გამოწვევა, შესაბამისად თითოეული მოქალაქე ვალდებულია გამოიჩინოს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ამ კუთხით და ჩვენ, ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე ჩვენი წვლილი შეგვაქ ამ საქმეში“ – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ამასთან, მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 1400-მდე შეჭირვებულ ოჯახს, ასევე შშმ პირებს ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად ეხმარება. დღეს ამ ოჯახებს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადაეცემათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ზედმიწევნით შეასრულონ საგანგებო მდგომარეობის პირობები.

მისი თქმით, წუხელ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კომენდანტის საათის დარღვევის გამო ექვსი ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

Related posts

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) ფუძნდება

რედაქტორი

სენაკში საბჭოთა ოკუპაციის კვირეული გაიხსნა

რედაქტორი

ანაკლიაში „მომავლის ბანაკი” საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი