კონფლიქტი

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში

  • ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტი 93 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 10 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის დადგენის პროცესი გრძელდება.

ამჟამად გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 30 ადამიანი სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება. დე ფაქტო რეჟიმის ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსი სულ 81 ადამიანს გამოუვლინდა. მათგან 37 ადამიანი განიკურნა, ორი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.

Related posts

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ავტოავარიაში მოჰყვა და დაიღუპა

რედაქტორი

საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდზე გადამსვლელებს კორონავირუსზე ამოწმებს

რედაქტორი

გალში ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი