რეგიონი

კორონავირუსის 66 შემთხვევა სამეგრელოში – ზუგდიდში 38

  • რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 223 ნიმუშებიდან 66-ზე დადებითი პასუხია. აქედან 38 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 17 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 21 კი ცხელებით და სხავადსხვა გამოვლინებებით მისული პაციენტები არიან.

6 შემთხვევა გვაქვს ფოთში, 5 შემთხვევა გვაქვს სენაკში, 4 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, ასევე 2 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 2 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში, 1 შემთხვევაა წალენჯიხაში, ოკუპირებულ აფხაზეთს კი უკავშირდება 7 შემთხვევა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 12 პირი. მათ შორის 8 რუხის კლინიკიდან და 4 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (6 ზუგდიდი, 1 ფოთი, 1 გურიის რეგიონიდანაა, 3 ხობელია და 1 ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 197 ადამიანი. გვაქვს გარდაცვალების ერთი ფაქტი, გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი, ოქროს ბირჟის კლასტერი. მოქალაქე მკურნალობის კურსს გადიოდა, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში. მას თანმდევუი დაავადებები ქონდა.

Related posts

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

რედაქტორი

მარტვილის მუნიციპალიტეტში კურორტ ლებარდეს განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

რედაქტორი

2-დან 16 მარტამდე ფოთის ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი