რეგიონი

კურორტ ლებარდეში არსებულ ვითარებას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო [ვიდეო]

ურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. გენგემის წინასაპროექტო კვლევისა და სტრატეგიული განვითარების ხედვის მიხედვით, კურორტი 6 ზონად დაიყოფა, პირველი ზონა დაბალსართულიან სასტუმროებსა და სანატორიუმებს, მეორე ზონა ეწ. „ქარავანის“აწი ხო გასა კემპინგებს, მესამე ზონა კი სპორტულ ობიექტებს და მიწისქვეშა ავტოსადგომს უნდა დაეთმოს, მეოთხე ზონაში ტურისტული მომსახურების ცენტრი განთავსდება, მეხუთე ზონა სასტუმროებისთვის და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებისთვის იქნება განკუთვნილი, მეექვსე ზონაში კი ახალგაზრდული ბანაკის განთავსება იქნება შესაძლებელი.

ლებარდეს განვითარების გეგმის შესახებ ადგილობრივებს და მწყემსებს სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მარტვილის მერის მოადგილესთან ერთად ესაუბრა.

სახელმწიფო რწმუნებული კურორტ ლებარდეში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო და კურორტამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

კურორტ ლებარდემდე მისასვლელი ამორტიზებული გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, პირველი ეტაპის სამუშოები გზის საფარის 6 კილომეტრზე მოწყობას გულისხმობს, რაც დასკვნით ეტაპზეა. შემდეგი ეტაპის სამუშაოები კი მომავალი წლიდან დაიწყება. ტალერი-ლებარდეს გზის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

,,აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს კურორტ ლებარდეს განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავება ჩვენ ველოდებით წლის ბოლოსათვის ამ გეგმის დამთავრებას, რის შემდეგაც მოვახდენთ მის გასაჯაროებას და მოეწყობა საჯარო განხილვა. ეს კურორტი არის ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და მისი განაშენიანება, მისი კეთილმოწყობა ნამდვილად წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანს“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

კურორტი ლებარდე, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარეობს, კურორტი ცნობილია უნიკალური მჟავე წყლებით. ლებარდეში პირველი საკურორტო სეზონი 1922 წელს გაიხსნა, საავტომობილო გზის მშენებლობა კი 1947 წელს დაიწყო, ლებარდე როგორც სააგარაკო კურორტი კი პოპულარული გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გახდა.

90-იანი წლების მოვლენების შემდეგ კურორტი ლებარდე სავალალო მდგომარეობაშია, მანამდე არსებული ინფრასტრუქტურა გავერანდა. ლებარდეს ცუდი გზისა და მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო მუდმივი მაცხოვრებლები არ ყავს. კურორტს დამსვენებლები, ხოლო მიმდებარე ტერიტორიას მწყემსები სეზონურად სტუმრობენ.

Related posts

ხობის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

რედაქტორი

დაბა მესტიაში, ფესტივალი „სვანეთობა 2019“ გაიმართა

ხურჩა- ნაბაკევის საოკუპაციო ზოლთან, რუსმა სამხედროებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი