რეგიონი

ლაშა გოგია – განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. შეხვედრაზე პარტიული საკითხები განვიხილეთ

ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას განცხადებით დღეს პარტიულ შეკრებაზე განსაკუთრებული საკითხები არ განუხილავთ. მისივე განმართებით მხოლოდ ვიწროპარტიული საკითხებზე და პროექტებზე ჰქონდათ საუბარი.

“განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. შეხვედრაზე პარტიული საკითხები, მუნიციპალური პროგრამები და პროექტები განიხილეთ”-განმარტა გოგიამ.

ცნობისათვის, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს აღნიშნულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერების საკითხიც დადგებოდა. მედიის წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს კითხვაც დაუსვეს.

“ჩვენ ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც ზოგადად ჩამოყალიბებულია რეგიონში. გავცვალეთ მოსაზრებები და მხოლოდ ეს იყო შეხვედრის მთავარი მიზანი,”- განაცხადა კობახიძემ.

Related posts

სანდრო სორდია – არავის აქვს უფლება ადამიანი შერაცხოს დამნაშავედ

რედაქტორი

“ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა ზუგდიდში ამ დრომდე გრძელდება

მესტიაში დღის ცენტრს ბულგარეთის საელჩომ ინვენტარი გადასცა

დატოვე კომენტარი