ზუგდიდის ყოფილმა მერმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ სახელმწიფო მოატყუა და ატყუებს გამოძიებასაც.
“ის რუსეთის მოქალაქეა და სარგებლობს ორი პასპორტით. ატარებს რუსულსახელს და გვარს. აქედან გამომდინარე მან სახელმწიფო მოატყუა და ატყუებს გამოძიებასაც. ვითხოვ გადაიხედოს კვირკვიას საქმეც”,-განაცხადა ლაშა გოგიამ, რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ ყველაფერი გადაიხედება.