რეგიონი

ლებარდეს გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს

მარტვილში, კურორტ ლებარდემდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პირველი ეტაპის სამუშაოები გზის ექვს კილომეტრიანი მონაკვეთის დაგებას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტალერი – ლებარდეს საავტომობილო გზის მშენებლობა ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებასთან ერთად ითვალისწინებს რკინა-ბეტონის კიუვეტების, რკინა-ბეტონის მილების, გაბიონების, არხების, მიერთებების და ეზოების შესასვლელების მოწყობას.

პროექტის ღირებულება 3 600 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. ტალერი-ლებარდეს გზის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

Related posts

ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 94 ბიოლოგიური ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია

რედაქტორი

მერის გადაწყვეტილებით, 25 მარტიდან, საბავშვო ბაღების აღსაზრდელები საკვებს სახლში მიიღებენ

რედაქტორი

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი