სპორტი

ლევან კუპრეიშვილი გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, 2021 წელს, სპორტის სხვადასხვა სახეობებში – ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, კარატე-დოში, კრივში, სამბოსა და ძიუდოში გამართული საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულ სენაკელ სპორტსმენებს, პრიზიორებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა.

მუნიციპალიტეტის მერმა მათ მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებულ სპორტსმენებს ფულად ჯილდოს გადასცემს. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის მერობის პერიოდში, საჭადრაკო კლუბის დახურვიდან 27 წლის შემდეგ, ქალაქში ჭადრაკის სახლი გაიხსნა; მოეწყო 6 მინი-სპორული მოედანი; აშენდა 2 საკალათბურთო მოედანი; აქტიურ ფაზაშია ორი მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ასევე რეაბილიტირდა, ბუნებრივი აირით და გათბობის სისტემით უზრუნველყოფილ იქნა სენაკის სასპორტო სკოლა, ძიუდოსა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარბაზები; კალათბურთის, ფრენბურთისა და ფეხბურთის მოედნები; სენაკის ცენტრალურ სტადიონს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია. ასევე დაგეგმილია არაერთი მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რომელთა შორისაა, კრივის დარბაზის რეაბილიტაცია.

Related posts

ჩხოროწყუში სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი დაიწყო

რედაქტორი

ზუგდიდში, „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

რედაქტორი

საჩოგბურთო-სამოყვარულო კლუბი ზუგდიდში სამდღიან ტურნირს გამართავს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი