ახალი ამბები პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი: ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს მისი მხარდამჭერი ბრიფინგების ჩატარებას სთხოვს, 10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს ურეკავს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ.

„პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ. 63 რაიონია საქართველოში და ამ დროისთვის ორი ორგანიზაცია ჩააგდო ასეთ უხერხულ მდგომარეობაში… მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ რამდენიმე რაიონში აპირებს მსგავსი ბრიფინგების გაკეთებას.

კარგი იქნებოდა, მიშას სიცოცხლისთვის და რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვა ასეთივე დაჟინებით, როგორც საკუთარი თავისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა…

უცნაურია, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე რას ამტკიცებს 63 რაიონიდან მაქსიმუმ 7-8-ში ასეთი ბრიფინგებით?! ვის აკვირვებს?! ან რას გვიმტკიცებს?! ანუ, მისივე დაწერილი საკრებულოს სიებიდან რომ რამდენიმე მხარს უჭერს, ეს არის გასაოცარი?!

ჩემო ძვირფასებო, დაჰყევით და ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას… 10 დღეში დამთავრდება ეს განუკითხაობა და რეალურ საქმეს მივხედავთ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიშას და ქვეყნის თავისუფლებისთვის“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

Related posts

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა -ენგურის ხიდზე ხელისუფლება და ოპოზიცია მივიდა

რედაქტორი

დიტო სამხარაძე – ვინ გაყვა მაზაკვალი-გახარიას?

რედაქტორი

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა, რომელთაც ხვალ წარადგენს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი