არჩევნები 2020

“ლელომ” ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა

  • ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია წარუდგინა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ პარტიის სხვა ლიდერებიც, რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას დისტანციურად “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც შეუერთდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიმართა. მისი განცხადებით, “ლელო” არამარტო კორონავირუსს დაასრულებს, არამედ იმ ინფიცირებულ მთავრობას, რომელიც დღეს ქვეყნის სათავეშია.

“ უნდა დავასრულოთ “ქართული ოცნება”, რომელმაც ქვეყანა გააჩერა და დაუკარგა პერსპექტივა. მან ამ წლებში შექმნა მხოლოდ სიღარიბე და უიმედობა, რასაც ერთ კვირაში “ლელო” ქართველ ამომრჩეველთან ერთად დაასრულებს. ზუსტად სამეგრელოშია ქვეყნის გაერთიანების გასაღები, ცვლილებები ამ რეგიონიდან უნდა დაიწყოს. უნდა დაიწყოს მეგრელი კაცის გაძლიერებითა და უზრუნველყოფით. ამას მალაპარაკებს ანაკლიის პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი დამქაშების გამო შეჩერდა. ჩვენ ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე. მათ ჩვენს ხალხს დაუკარგეს სამუშაო ადგილები, რაც დანაშაულია. დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ,”-განაცხადა ხაზარაძემ.

ზუგდიდში ადგილობრივებს სიტყვით “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმართა და მათ მნიშვნელოვან არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. “დღეს ჩვენ წარვადგინეთ სამი ძალიან ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატი სამეგრელოში, გამორჩეული კანდიდატები თავიანთი შესაძლებლობებით, ცოდნით, პატრიოტიზმით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის ფეხზე დადგომაში. ქვეყანა ყველა კუთხით არის დასუსტებული, ამის გამოსწორებას ბევრი მუშაობა სჭირდება. ამიტომ არჩევნების მეორე დღიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება და სამეგრელოში მდგომარეობის გამოსწორება. ჩვენი კანდიდატები არიან გამორჩეული, სამართლიანი და პროფესიონალი ადამიანები და იმედი გვაქვს, მიიღებენ დიდ მხარდაჭერას არჩევნებში. ხალხმა იცის, რომ “ ლელო” ქვეყანაში მდგომარეობას გააუმჯობესებს, როგორც კი ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, ამიტომ ის შემოწირულობაც, რასაც პარტია იღებს, შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ბედი საგრძნობლად შეიცვლება,”- განაცხადა ჯაფარიძემ.

ადგილობრივებს სიტყვით მიმართეს სამეგრელოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

რედაქტორი

ირაკლი ხახუბია- სენაკს სპორტული მიღწევებისა და ქვეყნისთვის გამოჩენილი სპორტსმენების აღზრდის დიდი ტრადიცია აქვს

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ზუგდიდისთვის!

რედაქტორი

დატოვე კომენტარი