STV
რეგიონი

“ლელომ” ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარის შტაბის ხელმძღვანელად “კანალიზაციის მუშა” დანიშნა

  • “ლელოს” ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი კანდიდატის გია ბარამიას შტაბის ყოფილი უფროსი შორენა მირცხულავა, რომელმაც აღნიშნული პოზიცია სავარაუდოდ იმ მიზეზების გამო დატოვა, რაზეც სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ფოთში “ლელოს” ზონების და უბნების უფროსებს ხელფასი არ გადაუხადეს, ხობში 18 დან მხლოდ 8 ადამიანს გადაუხადეს, სენაკის ხელფასები კი სადაც უმრავლესიბა მკვდარი სულები ყავთ გაფორმებული მაჟორიტარმა და სენაკის შტაბის უფროსმა დაინაწილეს. ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ პარტიაზე განაწყენებულები მივიდნენ ლელოში, მიხვდნენ, რომ უარესი წინ ქონიათ… საარჩევნოთ ქუჩა ქუჩა სიარული, მხარდამჭერთა მოძიება, ლელოს პროგრამის გაცნობა მინიმალური ფიქსირებული ხელფასითაც არ აქვთ განსაზღვრული. იქაც საბანკო პროცენტების მსგავსი დღიური ნამუშევრის % ით გამოიყვანება ?გიორგი ბარამია ფოთში ვერ ჩამოდის და დარჩა მარტო სენაკი-ხობის მაჟორიტარად! გია ბარამიამ, მას შემდეგ რაც მიზანმიმართულად, საკუთარი მიზეზით, ათეულობით “ლელოს” ფოთის ორგანიზაციის თანამშრომელი უხელფასოდ დატოვა, საკუთარი შტაბის ხელმძღვანელად ფოთში კანალიზაციის მშენებელი კომპანიის შპს “ტაჰალ ჯგუფის” მუშა პაატა ღურწკაია დანიშნა. ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia სად იპოვეთ ასეთი შემარცხვენელი კანდიდატი?! ფოთში არ ჩაესვლება გია ბარამიას, ერთხელ გაილახა იარაღის ბზრიალისთვის და მეორედაც არ ასცდება, იაროს ეხლა სენაკის სოფელ-სოფელ, სანამ დაიმალება საინტერესოა. ? ხაზარაძის ფულის ჭამაში დასპეცდა ბიჭი, თვენახევარი აქვს კიდე ლელოს მოსაწველად! დასრულდება ეს არჩევნები და რომელ სოროში შეძვრება საინტერესოა. P.S. ქართულად გამართული წერა მაინც ისწავლოს ამ თვენახევარში გია ბარამიამ, პიარტექნოლოგიასაც რომ ითავსებს ხაზარაძის ფულის ეკონომიის და ჯიბის გასქელების მიზნით.”-წერს სოციალურ ქსელში მირცხულავა.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი 55%, მალხაზ ჯალაღონია 29%, გიგი უგულავა 12% – Survation-ის კვლევა ზუგდიდში

რედაქტორი

წალენჯიხის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

მერიამ ნიჭიერ ახალგაზრდას საზღვარგარეთ გამგზავრება დაუფინანსა

დატოვე კომენტარი