რეგიონი

მალხაზ თორიამ სამედიცინო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში ინტენსიური ტესტირების საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა

  • ,,კოვიდ-19“-ის მართვის პროცესში საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების 2 თვიანი გეგმის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს. სიახლე სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემრულებელმა მალხაზ თორიამ გააცნო.

რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხევდრაზე ტესტების აღების ლოკაციებზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოს მასშტაბი, მხოლოდ სახელმწიფო დღეში დაახლოებით 20 ათასი ტესტს გააკეთებს, რასაც კიდევ დაემატება კერძო ლაბორატორიების მიერ ჩატარებული ტესტები. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

სწრაფად მოხდება ინფიცირებულთა გამოვლენა, რომლის მიზანია შეზღუდვების პარალელურად, ინფიცირების სტატუსზე მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება და მათი სწრაფი ტრიაჟი. ეს გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუროებში განთავსებას და მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას. მოხდება ყველა შესაბამისი უწყების მობილიზება, როგორც რესურსების, ისე სამუშაო დატვირთვის თვალსაზრისით.

Related posts

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქე შ.გ.-ს გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

რედაქტორი

ზემო ქვალონში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

რედაქტორი

15 სოციალურად დაუცველი ბავშვი დაბა ურეკში დაისვენებს

დატოვე კომენტარი