რეგიონი

მალხაზ თორიამ ,,CPMR“-ის ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

  • დღეს, ,,პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენციის“ (,,CPMR“) ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის დისტანციური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მონაწილეობა მიიღო.

ღონისძიება CPMR-ის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის (BBSC) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალენტინ მოლდოვეანუმ გახსნა. შეხვედრაზე განიხილეს პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით სატრანსპორტო სფეროში არსებული შეზღუდვები, არსებული გამოწვევები, ასევე მიმოიხილეს ,,COVID-19″ გავლენა ეკონომიკაზე, კონკრეტულად კი ტურიზმის და ტრანსპორტის სფეროებზე.

ონლაინ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგიონების პორტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს. გაიმართა საზღვაო ტრანსპორტით დაინტერესებული მხარეების პრეზენტაციები. ონლაინ კონფერენციის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ,,CPMR“-ის (Conference of peripheral maritime regions) წევრი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა.

,,CPMR“ წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. „CPMR“ მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას. სამეგრელო-ზემო სვანეთი ,,CPMR”-ის პოლიტიკური ბიუროს სრულუფლებიანი წევრია.

რეგიონის წარმომადგენლობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრებში. წევრ რეგიონებს ასევე უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობს.

Related posts

სოფელ ხეთაში გზების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

რედაქტორი

ზუგდიდში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის რიგით მესამე კონფერენცია ჩატარდა

რედაქტორი

ფოთის ადგილობრივი ხელისუფლება შვედეთის სამეფოს სტუმრობს

დატოვე კომენტარი