რეგიონი

მალხაზ თორია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საჭიროებები, რომლებიც რეგიონში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს აქვთ.

ხაზი გაესვა ვეტერანთა ინტეგრაციის მნიშვნელობას საზოგადოებაში და მათი პოტენციალის სწორად დაგეგმვასა და გამოყენებას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ყველა ეს გამოწვევა სამსახურის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით უფრო ეფექტურად დაიძლევა. მალხაზ თორიამ კობა კობალაძეს რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა. დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა რამდენიმე მიმართულებით.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები.

Related posts

ფოთში დედაზე ძალადობის ბრალდებით შვილი დააკავეს

ჩხოროწყუდან 5 ახალგაზრდა მოლდოვაში გაემგზავრება

მურთაზ ზოდელავას და “ნაციონალებს” ხობის აგრარული ბაზარის მოვაჭრეებმა ტერიტორია დაატოვებინეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი