რეგიონი

მამუკა წოწერიამ ჩეხეთის ელჩს საქართველოში პეტერ მიკისკას უმასპინძლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, დღეს მერიაში, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში პეტერ მიკისკას დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ასევე საუბარი შეეხო, სკრინინგ ცენტრის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტში და ცენტრის მიერ ორი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას.

კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომლის უწყვეტ განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ისე ცენტრის მენეჯმენტი.

„ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში“ არა მხოლოდ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებია ხელმისაწვდომი, არამედ შესაძლებელია თერაპიული, გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური და სხვა ტიპის გამოკვლევებისა და ანალიზების გაკეთება. მერმა მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებზე, კულტურაზე, განათლებაზე, ტურისტულ პოტენციალზე, ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებზე, დევნილთა განსახლების პროგრამაზე და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც გაგრძელდეს ურთერთთანამშრომლობა.

Related posts

2020 წელს ხელფასები გაეზრდებათ ზუგდიდის მუზეუმისა და თეატრის თანამშრომლებს

რედაქტორი

ჩხოროწყუს სოფლებში 2018 წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

რედაქტორი

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის სამუშაოები დაიწყო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი