რეგიონი

მამუკა წოწერიას გადაწყვეტილებით ზუგდიდის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯები მცირდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მოხდება.

პირველი ეტაპისთვის, არსებული ლიმიტების კლებით საწვავის ოპტიმიზაცია განხორციელდება.

ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მერია საწვავის ლიმიტის შემცირებით წლის ბოლოს, დაახლოებით 50 ათასი ლარის ოდენობის ეკონომიას მიიღებს.

მამუკა წოწერიას გადაწყვეტილებით, ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა მიმართული იქნება სხვადასხვა სახის პროექტების განსახორციელებლად.

„ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის მიზანია გამოთავისუფლებული თანხებით განხორციელდეს სხვადასხვა პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა მიმართულების“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.

მისივე განცხადებით, ხარჯების შესწავლა უახლოეს პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაიწყება.

Related posts

მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში

რედაქტორი

ფოთში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს

რედაქტორი

მეუფე გრიგოლ კაცია: არ შეიძლება მსახურება ჩატარდეს ეპისკოპოსის გარეშე

რედაქტორი

დატოვე კომენტარი