რეგიონი

მამუკა წოწერია მოსახლეობას აბასთუმანსა და ხეცერაში შეხვდა და სამოქმედო გეგმა გააცნო

ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ მამუკა წოწერია მოსახლეობას აბასთუმანსა და ხეცერაში შეხვდა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო. მამუკა წოწერია შეხვედრებზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ედიტა კოდუასთან, საკრებულოს სიის პირველ ნომერთან ირაკლი გოგოხიასთან და სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად იმყოფებოდა.

დღის ბოლოს მამუკა წოწერიამ შეხვედრები ქალაქის ტერიტორიაზე, ხერგიანის ქუჩაზე გამართა და მოსახლეობას ინდივიდუალური შეხვედრის ფორმატში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მამუკა ყურაშვილთან ერთად შეხვდა.

„წინასაარჩევნო შეხვედრები გავმართეთ ხეცერისა და აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე ქალაქში ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, კონკრეტულად ხერგიანის ქუჩაზე კარდაკარ შეხვედრები. კარგია, რომ სოფლად ხეცერასა და აბასთუმანში ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, ასევე პერიფერიული გზებიც რამდენიმე კაპიტალურად მოეწყო. გამოიკვეთა ასევე ძირითადი გამოწვევები,  ეს არის წყალმომარაგება და პერიფერიული გზების ნაწილის მოწესრიგების საკითხი, რაც ჩვენს უახლოეს სამომავლო გეგმაში აისახება.  რაც შეეხება ქალაქში ხერგიანის ქუჩას, კარგია რომ ძალიან მალე დაიწყება კაპიტალური გზის მშენებლობა, ასფალტის საფარით. ასევე, ,,სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში მოეწყობა მინი სპორტული მოედანი. აქაც ძირითად გამოწვევებზე ჩამოვყალიბდით და შესაბამისად უახლოეს ხანებში დავიგეგმებით და განვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს! – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

აბასთუმანსა და ხეცერაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: მოხდა ცენტრალური და შიდა გზების რეაბილიტაცია, ორივე სოფელი გაზიფიცირებულია, განხორციელდა აბასთუმნის ამბულატორიის რეაბილიტაცია, ხეცერის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და სპორტული მოედნების მოწყობა. „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოქალაქეებთან შეხვედრებს ინტენსიურად, ყოველდღიურ რეჟიმში მართავს.

Related posts

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

რედაქტორი

ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე განსხვავებული აზრის მქონე პირები არ შეუშვეს

რედაქტორი

“კარფური” ზუგდიდში ხვალ გაიხსნება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი