რეგიონი

მამუკა წოწერია ნაციონალების აქციაზე: ქვეყანას დღეს აქვს ტკივილი და განსაცდელი – ისინი კი ატარებენ პროვოკაციულ აქციებს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბი ბათუმში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს, ამის შესახებ მმართველი გუნდის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ განაცხადა. წოწერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის მიუხედავად დაგეგმილ აქციასაც ეხმაურება და მას ამორალურს და პროვოკაციულს უწოდებს:

„ზუგდიდი დღეს არის ჭირისუფალი, ისევე როგორც მთელი საქართველო. გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ განცდა უდიდესი ტკივილის და ჩვენი ფიქრები მიმართულია დაღუპულთა ოჯახებისკენ და ვუცხადებთ მათ თანადგომასა და თანაგრძნობას. აქედან გამომდინარე „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბი 12 ოქტომბრამდე წყვეტს ყველანაირ პოლიტიკურ წინასაარჩევნო აქტივობას. ამ ფონზე კი „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს ზუგდიდში პროვოკაციულ აქციას. მე მოვუწოდებ ზუგდიდელებს, ჩვენ ამომრჩევლებს, ჩვენს აქტივს, არანაირი სიახლოვე ამ მორალს გამოცლილ პოლიტიკურ ძალასთან, არ წამოეგოთ მათ მიზანმიმართულ პროვოკაციაზე. შევინარჩუნოთ სიმშვიდე, თმენის ვალდებულება. ქვეყანას დღეს აქვს ტკივილი და განსაცდელი და ისინი კი ატარებენ პროვოკაციულ აქციებს. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ყველა ვართ ჭირისუფალი და ვიქცევით, როგორც ჩვენს მდგომარეობას შეეფერება. ნაციონალურ მოძრაობას კი პოლიტიკურ და მორალურ პასუხს გავცემთ მას შემდეგ, რაც ღირსეულ პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა სულებს“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

Related posts

სენაკში სახალხო დღესასწაულისთვის -,,ეგრისობა 2018’’-თვის ემზადებიან

რედაქტორი

სამეგრელოში პური გაძვირდა – ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ფასები ფიქსირდება

რედაქტორი

სანდრა რულოვსი ზუგდიდის საკრებულოს წევრს დაემუქრა [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი