რეგიონი

მარტვილის ეპარქიაში შეხლა-შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა.ადგილზე შეხლა-შემოხლის დროს, ჩამოინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ტრავმა მიიღო მათმა ოპერატორმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე დაზიანდა მათი ჟურნალისტი. ამასთან, “მთავარის არხის” ინფორმაციით, ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათი ტელევიზიის ჟურნალისტს. ასევე, სხვადასხვა დაზიანება მიიღეს „რუსთავი 2-ის“, „ფორმულას“ და „პოსტივის“ წარმომადგენლებმა.

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრება, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. პარალელურად ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილია შეკრებილი. მათ კითხვები აქვთ ახლად დანიშნულ მიტროპოლიტ სტეფანესთან, რომელმაც ეპარქიის ორ სასულიერო პირს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.

Related posts

აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

რედაქტორი

ზუგდიდში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება – შსს განცხადებას ავრცელებს

რედაქტორი

ფესტივალის სამზადისი ანაკლიაში აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი