რეგიონი

მარტვილის მუნიციპალიტეტში „წაჩხურობა“ აღინიშნება

მარტვილის მუნიციპალიტეტში „წაჩხურობა“ აღინიშნება. მომლოცველები წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესაში, მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხდან დილიდან იკრიბებიან. უშვილო წყვილები ეკლესიამდე მისასვლელი გრძელ და რთულ გზას გადიან.

ტრადიციის თანახმად შვილის მომლოდინე მორწმუნეებს ტაძარში პატარა აკვნები და სხვადასხვა შესაწირავი მიაქვთ. წყვილებს სწამთ, რომ ღმერთი მათ ვედრებას შეისმენს და ოჯახს ახალ სიცოცხლეს აჩუქებს, ასევე ტაძარში მოდიან თხოვნის შესრულების გამო მადლობელი ადამიანები მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ.

დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება და შემდგომ ეზიარებიან.დღესასწაულს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ის ყოველწლიურად ბრწყინვალე შვიდეულში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს აღინიშნება.

Related posts

სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი აშენდება

რეგიონში კორონავირუსის 93 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 59 -ზუგდიდში

რედაქტორი

სენაკს კიდევ ორი ახალი სპორტული მოედანი შეემატა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი