ახალი ამბები კულტურა რეგიონი

მარტვილში თოჯინების თეატრი დაარსდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული  თოჯინების თეატრი დაარსდა.

თეატრის დაარსების პრეზენტაცია და პირველი თოჯინური სპექტაკლის პრემიერა დღეს შესდგა.  თეატრის დასმა მაყურებლის წინაშე  სპექტაკლი „წითელქუდა“ წარმოადგინა. 

სპექტაკლის პრემიერას მარტვილელ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარტვილის მერმა თორნიკე ჯანაშიამ თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული ასპარეზი უსურვა.

აღნიშნული თეატრი პერიოდულ ხასიათს ატარებს და მარტვილელ პატარებს ხშირად შესთავაზებს საინტერესო სპექტაკლებს.

Related posts

მარტვილის მერი საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო

რედაქტორი

რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას დავით კოდუასთან? – სუს-ში გამოკითხვა დასრულდა

რედაქტორი

ზუგდიდის მერიამ საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი