კულტურა

მარტვილში ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიმართა

11–15 ივლისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდა მარტვილის, აბაშის, ხონის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს, პოლონეთის, თურქეთის, სომხეთის და ლატვიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები. ფესტივალის გახსნის და დახურვის ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის დახურვის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა ესწრებოდა. ღონისძიების ბოლოს ფესტივალის ყველა მონაწილე ანსამბლს დიპლომები გადაეცათ. ფესტივალი გრანდიოზული კონცერტითა და ფეიერვერკით დაიხურა.

Related posts

9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული, სენაკში, გალა-კონცერტით დასრულდა

რედაქტორი

სენაკის მუსიკალური ფესტივალი მასტერკლასით გაგრძელდა

რედაქტორი

ფოთის მერმა ქორეოგრაფიის ორ ლეგენდას -ფრიდონ სულაბერიძესა და ომარ მხეიძეს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი