რეგიონი

მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, პანდემიით შექმნილი საყოველთაო დამაბრკოლებელი გარემოებების მიუხედავად, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

ამ ეტაპზე საავტომობილო გზის ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია სოფელ მეორე ნოსირის საბარკალაიოს უბანში. პროექტის ღირებულება 315 668 ლარს შეადგენს;  პროექტის 2021 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა – 268 703 ლარი, 2022 წლის – 46 965 ლარი;

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასევე მიმდინარეობს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული შემდეგი პროექტები:

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობა და საბავშვო ბაღამდე გზის ასფალტირება; ზემო სორტის უბნის ასფალტირება;

ნაფეტვარიძის ქუჩაზე; ჭავჭავაძის ქუჩაზე – სამხატვრო გალერეადან ხორავას ქუჩამდე და ხორავას ქუჩის რეაბილიტაცია;

ბელიაშვილის ქუჩაზე; კანკიას ქუჩის პირველი შესახვევში – გზის ასფალტირების სამუშაოები;

თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში – რკინიგზის გასწვრივ – საავტომობილო გზის ასფალტირება;

მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;

თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულიდან მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიასკენ მიმავალი გზის ასფალტირება.

სამუშაოებს სს ,, არქეოპოლისი” აწარმოებს.

Related posts

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რედაქტორი

ხვალ სამეგრელოში, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

რედაქტორი

ზუგდიდის ცენტრში 15 წლის მოზარდს ტაქსი დაეჯახა

დატოვე კომენტარი