რეგიონი

მდინარე ენგურში გარდაცვლილთა სულების უკვდავსაყოფად სიმბოლურად ყვავილები გაუშვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, იმ ადგილას სადაც მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს სამოქალაქო აქტივისტებმა და მოძრაობა ,, შეცვალეს” წევრებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ მდინარე ენგურში გარდაცვლილთა სულების უკვდავსაყოფად სიმბოლურად ყვავილები გაუშვეს და მომხდარში როგორც აფხაზური მხარე, ისე ქართული მხარე დაადანაშაულეს და აღნიშნეს რომ რომ არა 5 დღიანი კარანტინი ტრაგედია არ მოხდებოდა.

ცნობისთვის, ოთხივე გარდაცვლილის ცხედარს წუხელ გვიან ღამით ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ესპერტიზა ჩაუტარდა. ერთი უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში გადაავენეს, ხოლო დანარჩენი სამი ზუგდიდში ნათესავის სახლშია დასვენებული და მათი გადასვენება უახლოეს საათებში მოხდება. გუშინ, მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია.

ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Related posts

ზუგდიდში მსხვილი ტექნიკის მაღაზიებმა ლიკვიდაცია გამოაცხადეს – “ევოპულმა საქართველომ” ბრიფინგი გამართა

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები გრძელდება

რედაქტორი

სახცენოსნო კლუბ „ხარებას“ სახელმწიფო რწმუნებული ესტუმრა

დატოვე კომენტარი