STV
ექსკლუზივი

მდინარე ენგურში ხანდაზმული მამაკაცი დაიხრჩო, რომელიც გალიდან ზუგდიდში პენსიის ასაღებად გადმოდიოდა

  • უბედური შემთხვევა მოხდა ე.წ საქართველო-აფხაზეთის საზღვართან. დღის ბოლოს მდინალე ენგურში ხანდაზმული მამაკაცი დაიხრჩო. როგორც STV NEWS-ს საკუთარმა წყარომ აცნობა, მოხუცი მაკაკაცი, რომელიც გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვირდია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კუთვნილი პენსიის ასარებად არაოფიციალური გზებით გადმოდიოდა.

თვითმხილველების განცხადებით, ოთარ ჯობავა სწორედ მდინარე ენგურის გადმოლახვის დროს დინებამ გაიყოლა და დაიხრჩო. მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

“არავის არ უშვებენ ე.წ საზღვარზე და ყველა იძულებული ხდება ეს საზღვარი არაოფიციალური გზებით, რისკის ფასად გადმოლახოს. არ არსებობს არანაირი პირობა ოკუპირებულ გალში. ხალხს შია, ჩვენი ძირითადი შემოსავალი-თხილი 2 ლარი ღირს. ა ვქნათ, რითი ვიარსებოთ და ასე გვიწევს ცხოვრება, რისკის ფასად, ან მდინარეში ჩავიხრჩობით ან რუსი დაგვახლის ტყვიას”-აცხადებს გალის რაიონის მკვიდრი.

Related posts

ექსკლუზივი: სამეგრელოში სამხარეო პოლიციის უფროსის შეცვლა იგეგმება

რედაქტორი

ექსკლუზივი: ლაშა გოგია აცხადებს, რომ ის სიმართლეს დაამტკიცებს

რედაქტორი

ინციდენტი ზუგდიდში – უცნობი პირები “ნიკორას” მაღაზიაში შეიჭრნენ და თანამშრომლები სცემეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი