- მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია- უშგულის გზის მონაკვეთზე, მულახის თემში არსებულ მდინარე მულხურაში მიცუბიში დელიკას მარკის ავტომობილი გადავარდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები, რომლებიც მდინარიდან მანქანის ამოყვანას ცდილობენ.