შემთხვევა

მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდს მაშველები ეძებენ

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვში ამ წუთებში 15 წლის მოზარდს მდინარე ჯუმში მაშველები ეძებენ. STV_ს ინფორმაციით, მოზარდი მდინარე ჯუმის სანაპიროზე საქონელს ეძებდა, რა დროსაც ის დინებამ გაიყოლა.

მოზარდი მდინარის პირას, იქ სადაც წყლის დონე შედარებით დაბალი იყო, თანატოლებმა ნახეს. ძლიერი წვიმის გამო კი წყალმა იმატა და მოზარდის კვალიც მას შემდეგ დაიკარგა.

როგორც სამაშველო სამსახურის პრეს სამსახურში STV NEWS-ს განუცხადეს მდინარის ადიდების გამო გართულებულია სამძებრო სამუშაოები, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამაშველო სამსახურის ბრიგადები. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები.

Related posts

ავტოავარიას მარტვილში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რედაქტორი

სოფელ აბასთუმანთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქე დაჭრეს

რედაქტორი

სოფელ დავითიანში დევნილთა ჩასახლებაში ხანძარი გაჩნდა – დაზარალდა 4 ოჯახი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი