კულტურა

,,მეგრული Day Off – ები” სამეგრელოში

  ,,მეგრული Day Off – ები” იქნება თანამედროვე, რომანტიკული კომედიის ჟანრის, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი(დრამის ელემენტებით),რომელიც მოგვითხრობს სამეგრელოს ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, გასტრონომიასა და სხარტ იუმორზე”-აცხადებენ აღნიშნული პროექტის ორგანიზატორები.

“მეგრული Day Off”-ის გადაღებების დაწყებამდე კი სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ფლეშმობი იმართება. პროექტის ხელმძღვანელი, სცენარისტი და პროდიუსერი ლაშა კანკავა კი სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

“წარმოჩენილი იქნება სამეგრელოს შვიდივე რაიონსა და ფოთში არსებული ისტორიულად და ტურისტულად მნიშვნელოვანი, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადგილები, კუთხური ფოლკლორი და დიალოგების 20% მეგრულად იქნება შესრულებული. ფილმის სიუჟეტში ასევე ვეხებით აფხაზეთის თემას, სოფლის მეურნეობისა და ემიგრაციის თემებს.    

ფილმი სამეგრელოსა და ზოგადად, საქართველოს მხატვრული პრომოუშენი უნდა იყოს საზღვარგარეთ. ის ყველა სეგმენტის მაყურებლისთვის არის გათვლილი და პრემიერის შემდეგ, კინოთეატრებში ჩვენებების გარდა, იგეგმება ორგანიზებული ჩვენებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა კუთხის რაიონულ ცენტრსა და სხვადასხვა ქალაქებში. ასევე უკვე გვაქვს შეთანხმება “ქართული დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელთან, ქალბატონ თიკა სვანიძე ვენკოსთან, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფილმი ტურნეს სახით მოივლის მსოფლიოს დიდ ქვეყნებს აზიაში, ევროპასა და  ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში. რაც თავის მხრივ დადებითად იმუშავებს ტურიზმის განვითარებაზე ჩვენს ქვეყანაში.

ამჟამად მიმდინარეობს ფილმის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელშიც ჩართულია მთელი სამეგრელოს, შვიდივე რაიონისა და ფოთის ადგილობრივი ხელმძღვანელობა. ასევე სამეგრელო- ზემო სვანეთის ადმინისტრაცია.  ვხვდებით და გვაქვს მოლაპარაკებები სახელმწიფო სტრუქტურებთან, ბიზნესმენებთან და კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც გვაქვს გარკვეული წინსვლები.  

ასევე ვიწყებთ ფილმის მხარდასაჭერ საქველმოქმედო აქციას „გადაიღე ფილმი ერთი ზარით“ სადაც ნებისმიერ მსურველს, გულშემატკივარსა თუ ხარდამჭერს შეეძლება ერთი ზარის საშუალებით, ერთი ლარი გადარიცხოს ფილმის საბიუჯეტო ფონდში.  
 

ამ მიზნით სამეგრელოს ყველა რაიონსა და ფოთში, შევკრიბეთ ქორეოგრაფების დიდი უმრავლესობა, რომლებმაც მოგვიმზადეს წინასწარ შეთანხმებული ცეკვა ფლეშმობი. შემდეგ დავნიშნეთ გადაღება და ერთ დღეში, რვა ქალაქში, ხუთასამდე ბავშვი გადავიღეთ. ახლა ამ ვიდეორგოლის საშუალებით ვგეგმავთ ჩავუშვათ ზემოთხსენებული საქველმოქმედო აქცია „გადაიღე ფილმი ერთი ზარით“-ამბობს პროექტის ორგანიზატორი, სცენარისტი და პროდიუსერი ლაშა კანკავა.  

Related posts

“დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – სპექტაკლის პრემიერა სენაკში

რედაქტორი

ეროვნული სამოსის დღე სენაკში

რედაქტორი

მარტვილში ბანძის სიონობა და დეკანოზ ანტონ კეკელიას 100 წლისთავი აღნიშნეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი