STV
რეკლამა

მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის 7 – კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

  • მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის 7 – კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ დაათვალიერა.

მედანის გზის ღირებულება შეადგენს 4 525 548 ლარს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პასაჟი საქართველო“ ასრულებს. პროექტის დასრულების შემდეგ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელსაც 35 წელია უგზოობა აწუხებს, ისარგებლებს უსაფრთხო და მოწესრიგებული გზით.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

Related posts

თალაკვაძე: მათ სურთ, წარსულით შეგვიცვალონ მომავალი, ჩვენ კი გვსურს, ნამდვილი მომავალი გვქონდეს

რედაქტორი

სენაკის მერიაში წარმატებულ სენაკელ მოკრივესთან შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის“ ანგარიში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი