რეგიონი

მესტიაში არჩენების ჩაშლით იმუქრებიან – ადგილობრივები დაკავებული 4 პირის გათავისუფლებას ითხოვენ

  • “ოცნების” წევრის, თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით დააკავებული ოთხი პირის გათავისუფლებას ითხოვენ დილიდან მესტიაში სადაც ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური გზა დილიდან გადაკეტილია.საპროტესტო აქცის მონაწილეები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და ამბობენ რომ იმ შემთხვევაში თუ დაკავებულები სასამართლომ არ გაათავისუფლა, მესტიის მუნიციპალიტეტის ოლქებში არჩევნები არ ჩატარდება.

დაკავებულებს შორისაა მსოფლიო ჩენპიონი კრივში ლაშა გურგულიანი. შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” წევრის, თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 4 პირი 30 სექტემბერს დააკავა.

შსს-ს ცნობით, სამივე მათგანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. “გამოძიებით დადგინდა, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 1991 წელს დაბადებული თემურ შუბითიძე ​მიმდინარე წლის 30 სექტემბერს კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს “ოპელის” მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თემურ შუბითიძეს 30 სექტემბერს თბილისი-მარნეულის გზაზე უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამას კი წინ უძღვოდა 29 სექტემებერს მარნეულში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს. ასევე, ამავე საღამოს ცემეს ჟურნალისტებს და ოპერატორებს.

Related posts

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის მერიაში საპრევენციოდ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს

რედაქტორი

ფოთში საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი