რეგიონი

მეუფე გერასიმემ შობა სამედიცინო პერსონალს, პაციენტებსა და მეხანძრე-მაშველებს მიულოცა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად რუხის კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში მივიდა. მან მედპერსონალსა და კოვიდინფიცირებულებს შობის დღესასწაული მიულოცა და მცირე საჩუქრები გადასცა.

გარდა ამისა, მიტროპოლიტი “ევექსის” ჰოსპიტალის სამშობიარო განყოფილებაშიც იმყოფებოდა და იქ მყოფი მელოგინეები სიმბოლურად, ტკბილეულით დაასაჩუქრა. მეუფემ შობა მეხანძრე-მაშველებსაც მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა.

ასევე, ის ენგურის ხიდთან მივიდა და ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მოინახულა.

Related posts

ზუგდიდში გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

2-დან 16 მარტამდე ფოთის ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდა

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყანასთან ერთად ზუგდიდმა განიცადა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი