ახალი ამბები

მეუფე თეოდორე: პასუხისმგებლობა თუ კი ვინმემ უნდა აიღოს, ეს არის პრაიდის ორგანიზატორები და მხარდამჭერები

ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის მიტროპოლის მეუფე თეოდორეს განცხადებით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო მოქალაქეების დაცვა და არ იყო მზად. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე კი პასუხისმგებლობა საზოგადოებას ეკისრება.

“ძალადობაზე მამებისგან არავითარი მოწოდება არ ყოფილა. იყო ერთეული, რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არასწორად თქვა უბრალოდ და შემდეგ შეასწორა და ბოდიში მოიხადა ამ ყველაფრისთვის საჯაროდ. მამაოები იქ ყველანაირად ასრულებდნენ იმის მოვალეობას, რომ არ მომხდარიყო ძალადობა და ეფარებოდნენ. სამწუხაროდ ცუდად აშუქებთ თქვენ, მამები ამას არ აკეთებდნენ. ჩვენ ვიყავით მშვიდობიან პარაკლისზე, მშვიდობიანი პროტესტით. მამაო გადაეფარა უბრალოდ თქვენ ვერ ნახეთ ეტყობა კადრები კარგად. თუ კარგად ნახავთ ეფარებიან და მამებსაც ხვდებათ.

პირველ რიგში მე ვფიქრობ რომ პასუხისმგებლობა თუ კი ვინმემ უნდა აიღოს ეს არის პრაიდის ორგანიზატორებმა და მათმა მხარდამჭერებმა. რადგან მათ არ შეცვალეს თავისი განცხადება, თავისი გამოსვლა მიუ უხდავად მრავალი მოწოდების. მათ შეცვალას უკვე ბოლოს, როდესაც ხალხი გადარეული იყო. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას ის ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც ზუსტად იმ პრაიდის ორგანიზატორებმა მოახდინეს. რა თქმა უნდა არ იყო დასაშვები. ჩვენ ყველა ვემიჯნებით ამაზე ორ პასუხი არ არსებობს, მაგრამ ხომ უნდა ვნახოთ საიდან წამოვიდა, რამ გამოიწვია.

ეს გამოიწვია იმ ძალადობამ რასაც პრაიდის წარმომადგენლები ახორციელებდნენ ქართვრლ ერზე. სამწუხაროდ ხელუსუფლებამ ვერ შეძლო და არ იყო მზად. მე როგორც მოვისმიმე ხელისუფლება ამბობს რომ ჩვენ არ ველოდით რომ ჟურნალისტებზს დაიწყებოდა ასეთი ძალადობა, თუ რაც ჰქვია ამას. ლექსო პასუხი უნდა აგოს მთელმა საზიგადოებამ თქვენ გგონიათ თქვენ თავისუფალი ხარ? არ ხართ თქვენ თავისუფალი ,არც ჩვენ ვართ თავისუფალი და პირველ რიგში დამნაშავეა პრაიდის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები,”- განაცხადა მეუფე თეოდორემ.

Related posts

ხვალ, საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვლჭყაპს ელოდებიან

რედაქტორი

ევროკავშირის პროექტის „სომხურ-ქართული პლატფორმა პოლიტიკის განვითარებისთვის“ შედეგების ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა

რედაქტორი

საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უკრაინაში შალვა ნათელაშვილს ღირსების შელახვისთვის უჩივლებს

დატოვე კომენტარი