STV
კულტურა

,,მე ვარ მხატვარი…“ – ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი“-ს სპექტაკლი სენაკში

სენაკის სამხატვრო გალერეაში, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი“ დასმა მაყურებელს სპექტაკლი ,,მე ვარ მხატვარი…“ წარუდგინა.

ქართველი გენიოსი ფერმწერის ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ქრონიკები შთამბეჭდავად გააცოცხლეს ახალგაზრდა შემსრულებლებმა. სპექტაკლს, რომლის რეჟისორია ვეფხვია გორგოძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვისთვის ,,გავლენიანი უცნობი“, ვისთვის ,,დაუფასებელი გენია“ – ასე შემოვიდა ნიკალა ჩვენში დავიწყების შემდეგ, გაღატაკების შემდეგ, შიმშილის შემდეგ… – დღეს, კიდევ ერთხელ გაიჟღერა ამ უკვდავმა ფრაზებმა და ,,დიადი ღატაკის“ შეუცნობელ სამყაროზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა.

Related posts

9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული, სენაკში, გალა-კონცერტით დასრულდა

ზუგდიდის დრამატული თეატრი დიდი პრემიერისთვის ემზადება [ვიდეო]

რედაქტორი

ბიძინა ივანიშვილის დახმარებით თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი