რეგიონი

მიტროპოლიტი გრიგოლი – ჩვენ ვცდილობთ და ვერიდებით, რომ არ იყოს კონფრონტაცია

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებით, უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა და მიმდინარეობს საერთო აზრის შეჯერება, რაც ბუნებრივია საკითხის გაჭიანურებას არ ნიშნავს.

,,მე არ ვფიქრობ რომ ჭიანურდება მუშა პროცესი მიმდინარეობს. ძალიან ჩვეულებრივია ორგანოსათვის, რადგან მსჯელობის ფონზე უნდა გამოიკვეთის საერთო აზრი. სინოდი არის კრებსითი ორგანო და თავისთავად ცხადია აზრები გამოითქმის და როცა მოხდება აზრების შეჯერება შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება. ჯერჯერობით ვერ შეჯერდა აზრი და გადაიდო,”-აღნიშნა მეუფემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ამ საკითზთან დაკავშირებით დაპირისპირება საპატრიარქოში, მიტროპოლიტმა უპასუხა, რომ აზრთა სხვადასხაობა არ ნიშნავს დაპირისპირებას.

,,შეიძლება აზრების განსხვავებებია, შეიძლება საპირისპირო აზრები იყოს მაგრამ სიტყვა დაპირისპირება თავის თავში ძალიან ცუდ რამეს მოიაზრებს. ჩვენ ვცდილობთ და ვერიდებით, რომ არ იყოს კონფრონტაცია. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებას, არამედ იმას თუ რის ფასად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. პროცესი გადაიდო რადგან მსჯელობა გაგრძელდეს”,-განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

Related posts

მოწერელია – არანაირი დაპირება, საუბარია კონკრეტულად ღონისძიებებზე, რისი გატარების საშუალებაც გვაქვს

რედაქტორი

ზუგდიდში დაკავებული ბესიკ დებუაძის გათავისუფლებას ითხოვენ [ვიდეო]

რედაქტორი

სოფელ ხეთაში დაშავებულები სამეგრელოს გუბერნატორმა და შს მინისტრმა მოინახულა [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი