რეგიონი

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სიცრუე – რატომ შეჰყავს პრეზიდენტყოფილს საზოგადოება შეცდომაში?

პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვცილი ზუგდიდში მომხდარ სკანდალურ შეკრებას თავისებურად “აპრავებს” და რაც მოხდა სუსს და სუსის ე.წ აგენტებს უკავშირებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ხალხს აქეზებდნენ და დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებდნენ.

მიხეილ სააკაშვილს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც უშუალოდ ევალებათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში წესრიგის დაცვა, სუსის დაქირავებულ აგენტებს უწოდებს. რაც შეეხება ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში, ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობს, არაფერი აკავშირებს არც საჯარო სამსახურთან და მითუმეტეს არც ზუგდიდის მერიასთან.

აღნიშნული ფოტო, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით აქვეყნებს, გადაღებულია გასული წლის შემოდგომაზე. ყოფილი პრეზიდენტი ამ ფოტოთი საზოგადოებას უქმნის იმის წარმოდგენას, რომ თითქოს ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი შეკრებაზე მეგაფონით იმყოფებოდა, რაც თავისთავად სიცრუეა.

მიხეილ სააკაშვილის მიზანია “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივი ქმედება ზუგდიდის მერიის თანამშრომლებს გადააბრალოდ და ამით გადაფაროს საზოგადოების კრიტიკა და მღელვარება პოლიტიკური პარტიის ნამოქმედარზე.

Related posts

სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

რედაქტორი

“სანდრას გამარჯვება ჩემს დაბრუნებას ნიშნავს” – ექსპრეზიდენტი “ოდიშის” ეთერში

„ამ ცხოვრების დედაც!“- ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში ახალი წარწერები გაჩნდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი