STV
რეგიონი

მონიტორინგის ჯგუფმა ქალაქ ფოთში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებს: მუნიციპალურ ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონში განსახილველი პროექტების დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თოფურიას, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს გიორგი ცინაძეს, რეგიონში განსახილველი პროექტების მონიტორინგის სამმართველოს უფროსს ბესიკ ბერძენიშვილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეს კობა ქანთარიას და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს ნუგზარ გაბელიას შეხვდა.

მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა, ქალაქ ფოთში მიმდინარე და დასრულებული, რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები დაათვალიერა.

საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალი რამოდენიმე თვეა ამოქმედდა. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით.
ექსპლუატაციაში შევიდა კრივის დარბაზიც.

მიმდინარეობს ხელბურთის დარბაზის კაპიტალური რემონტი და სტადიონის მშენებლობა, რომლის ღირებულება 1 863 000 ლარს შეადგენს.

მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს მალთაყვის სანაპირო ზოლზე. ბულვარის სიგრძე 800 მ-ით გაიზრდა, მოეწყო შიდა კომუნიკაციები, ხორციელდება მცირე არქიტექტურული ფორმებისა და საყვავილეების, გარე განათების სისტემის მონტაჟი და სხვა სამუშაოები. პროექტის მეორე ეტაპზე 2 მილიონ 780 ათასი ლარის სამუშაოები იქნა განსაზღვრული.

მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები. ეწყობა ბაზალტის ბორდიურები, გადასასვლელებზე იგება რკინა-ბეტონის საფარი, მონტაჟდება გარე განათების ბოძები.
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება ფოთში მიმდინარე მრავალსართულიანი ბინების საცხოვრებელი ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა პროექტის მიმდინარეობა აბაშიძის ქუჩაზე დაათვალიერეს. პროექტის ღირებულება 193 ათას ლარს შეადგენს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი ბინების სახურავების კაპიტალური რემონტი 3 საცხოვრებელ კორპუსში განხორციელდა. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდა.

Related posts

ზუგდიდში COVID 19-ით ინფიცირებული მამაკაცი ადგილობრივია

რედაქტორი

ბიზნესომბუდსმენმა ზუგდიდში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

რედაქტორი

ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედებისთვის სრულ მზადყოფნაშია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი