მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ადგილზე გარდაიცვალა.
მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით ინცოდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები.