რეკლამა

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში ახალაშენებული ამბულატორია გაიხსნა

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში ახალაშენებული საექიმო ამბულატორია გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ლუკავა ესწრებოდნენ.

მუჟავას საექიმო ამბულატორიის მშენებლობისა და აღჭურვის პროექტი განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ „თემი და გარემო“. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ფონდმა „მედიკორი“ (ლიხტენშტეინი).

აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციის მიერ სოფელ მუჟავაში აშენდა და აღიჭურვა საბავშვო ბაღი, რომელიც დღეს წარმატებით ფუნქციონირებს.

Related posts

აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობაში შეხვედრა შედგა

აკაკი გოგსაძე – ,,ჯონ დირი“-ს კომბაინი W660 საქართველოში პირველია, დღეში 35 ჰექტარზე გაშენებულ სიმინდისა და ხორბლის მოსავალს იღებს

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში

დატოვე კომენტარი