პოლიტიკა

ნათია თურნავას განცხადებით მარაგი არის და დამატებით ახალ პროდუქციას ლარსიდან ელოდებიან

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პროდუქტებზე ფასების ზრდა არის ერთ ერთი გამოწვევა, რომელიც ახლავს ზოგადად კორონა ვირუსთან დაკავშირებულ პრობლემას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

,,ეს გახლავთ არა მარტო საქართველოში, არამედ აჟიოტაჟური მოთხოვნა სხვადასხვა ბაზარზე. ჩვენ საქართველოში ამას ვუპირისპირებთ რამოდენიმე სპეციალურ მექანიზმს, მათ შორის გუშინ ჩემმა კოლეგამ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, მთავრობასთან მოქმედი საგანგებო შტაბის დავალებით ჩვენ ვამუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომლითაც 8 დასახელების, სტარტეგიულად პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე ფასები იქნება რეგულირებული და ამაში ჩვენ ყველანი ჩავერთვებით და ეს მექანიზმი იქნება შემოთავაზებული.

ასევე მარაგები არის საკმარისი, ამ მარაგებში უნდა ჩავთავლოთ ის მარაგებიც, რომლებიც არის გზაში და უბრალოდ მათზე შეიმნა რამოდენიმე დღის შეფერხება კლიმატური პირობებიდან გამომდინარე და ჩართული გვყავს მათ შორის ჩვენი მთის კურორტების კომაპნია, რომელიც გვეხმარება, ზვავსაშიშროებისაგან დავიცვათ ჩვენი მძღოლები და მალე გავხსნათ ლარსი, რასაც ჩვენ სულ რამოდენიმე დღეში ველოდებით”- განაცხადა თურნავამ.

Related posts

ზაზა სარალიძის დედა: მე პოლიციელებს არ ვუცემივარ, თვითონ წავიქეცი

რედაქტორი

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი თავის პირველ ვიზიტს ევროპის ქვეყნებში გეგმავს

რედაქტორი

ვანო მერაბიშვილი 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “მატროსოვის” ციხეს 20 თებერვალს დატოვებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი