STV
ექსკლუზივი

“ნაციონალების” კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრამდე ცოლთან ერთად “ზმანებს” ყიდულობს

  • “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდადი მალხაზ ჯალაღონია თვითიზოლაციიდან არა ამომრჩევლებთან პირისპირ, არამედ თბილისში, მეუღლესთან ერთად “შოპინგზე” აღმოჩნდა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალა ექსკლუზიურად ახალი ამბების სააგენტო STV NEWS-მა მოიპოვა.

მალხაზ ჯალაღონიას “ზმანებს” წინასაარჩევნო კამპანიისთვის მეუღლე ურჩევს. როგორც STV-ს სანდო წყარო უყვება დარეჯან გაბედავა რამდენიმე დაქალთან ერთად მაჟორიტარობის კანდიდატის იმიჯმეიკერია. “ზმანებთან” ერთად ჯალაღონიას სწორედ ისინი ასწავლიან თუ რა დროს რა თქვას.

“სახლში მათთან ხშირად მოდის “ნაციონალების შეფ მზარეული” მაია კალანდია, რომელიც დარეჯან გაბედავას უახლოესი მეგობარია. მათი გავლენის ქვეშაა კანდიდატიც. ისინი უწერენ ტექტებსაც და თქვენ წარმოოიდგინეთ, ასწავლიან ქცევის მანერებსაც კი. თბილისში ჯალაღონიას მხოლოდ დარეჯანი ახლავს და ის ურჩევს თუ რა იყიდოს და რა ჩაიცვას. ფოტოები, რომელიც თქვენთვის გვაქვს გადაღებული, იქაც ნათლად ჩანს ეს ყველაფერი. მემგონი ძალიან ძალით შეტენეს ამ კაცს მაჟორიტარობა ნაცებმა. სანდრა და გიული აჯობებდა ამ კაცს. მაგათ სახეზე მაინც იცნობდნენ”,-ამბობს ჩვენთან წყარო, რომელმაც ფოტომასალა მოგვაწოდა.

ცნობისთვის, მალხაზ ჯალაღონიას მეუღლე დარეჯან გაბედავა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ყოფილი საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას მეუღლის, ნანი გაბედავას ბიძაშვილია. დარეჯან გაბედავა როლანდ ახალაიამ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ზუგდიდის გამგებლის მოადგილედ დანისნა. გაბედავა 2012 წლამდე იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.

Related posts

კახა მიქაია ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა – რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა ?!

რედაქტორი

ექსკლუზივი: ზუგდიდის საკრებულოს უბრავლესობის ერთ-ერთი წევრი ტოვებს

რედაქტორი

ბოროტმოქმედი, რომელმაც ბანკი დააყაჩაღა სავარაუდოდ ზუგდიდელია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი