ექსკლუზივი

,,ნაციონალური მოძრაობა” ხობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დატოვა

,,ნაციონალური მოძრაობის” ხობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი აბრამიამ ნაციონალური მოძრაობა დატოვა, შესაბამის პოსტს აბრამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

,,წლებია ვარ ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი, ერთგულად ვემსახურებოდი პარტიის იდეებს, მონაწილეობას ვღებულობდი აქციებში, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილებების მიღების დროს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ხშირად იხევდნენ უკან. უკვე ბევრი ტყუილი დაგროვდა, არ მჯერა რომ ნაციონალური მოძრაობა ემსახურება ხალხის აზრს, ისინი ანუ ლიდერები, ზრუნავენ  საკუთარ კეთილდღეობაზე. მინდა ასევე ავღნიშნო  რომ პარტიის ლიდერების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხობის მერობის კანდიდატად წარგვიდგინეს არახობელი (ჩვენ აზრიც არ გაითვალისწინეს)  აქედან გამომდინარე  მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ნაციონალური მოძრაობის პარტია” – წერს ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხობის ლიდერი ირაკლი აბრამია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მანამდე ჩხოროწყუში, 2003 წლიდან პარტიის აქტიურმა წევრმა და ზონის უფროსმა პაატა ბანდალაკმა დატოვა. შიდა დაპირისპირების გამო მაჟორიტარად წარდგენაზე და პროპორციულ სიაზე უარი თქვა ანაკლიის მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა და აქტიურმა ნაციონალმა დათა შელიამ, ენმ-ის ლიდერებს ღიად უპირისპირდება პარტიის კიდევ ერთი აქტიური წევრი ფატი შენგელია.

Related posts

ანაკლიაში სამეგრელოს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

რედაქტორი

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში გიორგი სამუშია დააკავეს

რედაქტორი

“ძველი გუნდი” “ახალი გუნდის” წინააღმდეგ – დაპირისპირების ახალი ტალღა “ნაციონალებში”

რედაქტორი

დატოვე კომენტარი